11-15 სექტემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, წარმატებული პროექტებისა და სტრუქტურის გასაცნობად ტაჯიკეთის ადვოკატთა ასოციაცია სტუმრობდა.
ისინი ერთი კვირის განმავლობაში ეცნობოდნენ აღმასრულებელი საბჭოს მუშაობის მექანიზმს და ფორმატს, ადვოკატთა ასოციაციის განვითარების სტრატეგიას და მოწყობას, საადვოკატო საქმიანობის ფორმებს, რეგიონულ ოფისებთან ურთიერთობის მექანიზმს, ცენტრალური ოფისის მუშაობის ორგანიზებას, აპარატის სტრუქტურულ განყოფილებებს, საპარლამენტო მდივნოს ფუნქციებს, სასწავლო ცენტრის მუშაობას, სასწავლო პროცესის და ადვოკატთა ტესტირების ორგანიზებას. ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის საქმიანიბას, პოლიტიკას და მეთოდებს. ეთიკის კომისის საქმიანიბას, კომიტეტების და კომისიების მიერ გაწეული საქმიანიბის ანგარიშს. ადვოკატთა ასოციაციის მიერ განხორციელებული პროექტების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას.
საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო სტაჟირების სისტემის პილოტური პროექტის პრეზენტაციას.
ვიზიტის დასასრულს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ტაჯიკ კოლეგებთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რაც გულისხმობს ინსტიტუციურ მხარდაჭერას და მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარებას.